ჩვენ ოთხი წლისა ვართ!

ჩვენ ოთხი წლისა ვართ!
ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58


воскресенье, 13 июня 2010 г.

ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი

თხოვნითროდესაც შენიშვნანარევი თხოვნა წავიკითხე ფორუმში, დავფიქრდი, მართლაც რატომ არაფერი მეწერა ამიტაბჰ ბაჩანის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, არცერთ საიტზე თუნდაც მცირე სტატიის სახით. (სიახლეებს ყოველთვის ვდებ, რასაც გადავაწყდები).
ალბათ ამის მიზეზი ისიც არის რომ მის შესახებ რატომღაც მგონია რომ ყველამ ყველაფერი იცის, იმდენი რამ იწერება უცხოურ საიტებზე.
თუმცა მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ მსახიობს ქართულენოვანი წიგნი მიუძღვნა ბ-ნმა დათო ბეჟიტაშვილმა.
ამ წიგნის შესახებ პატარა სტატიაც დევს საიტებზე და რეკლამაც იდო, მანამ სანამ მაღაზია "პლანეტა ბოლივუდში" იყიდებოდა წიგნი.

მასში იმდენი უცნობი თუ ნაცნობი დეტალი არის მოწოდებული მსახიობის შესახებ რომ დამატებით ვერაფერს დავამატებ. თუმცა ეს კი გადავწყვიტე რომ მათთვის ვისაც არ მიუწვდა ხელი ამ წიგნზე სტატიაში ჩავურთო რამდენიმე საინტერესო ამონარიდი ამ წიგნიდან.
დაიბადა 1942 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ ალაჰაბადში.
მამა - ჰარივანშ რაი ბაჩანი ცნობილი პოეტია. წერდა ჰინდის ენაზე.
დედა - თეჯი ბაჩანი საზოგადო მოღვაწე.
კინოში ამიტაბჰ ბაჩანის დებიუტი შედგა ფილმით "შვიდი ინდოელი".
-ჩვენს გმირს პირველად გაუღიმა იღბალმა, - გვიამბობს წიგნის ავტორი, - მისმა უჩვეულო დამამახსოვრებელმა გარეგნობამ სახელგანთქმული რომანტისტის, პროდიუსერისა და ჰინდი რეჟისურის ერთ-ერთი პატრიარქის, ჰოჯა აჰმად აბასის ყურადღება მიიპყრო... იმ დღეებში აბასი ისტორიულ დრამა "შვიდი ინდოელის" გადასაღებად ემზადებოდა... სურათში ბევრი პერსონაჟი იყო და რეჟისორი ახალ სახეებს ეძებდა, რომლებიც ჯერ კიდევ არ მობეზრებოდა მაყურებლის თვალს. ასე დაამტკიცეს ამიტაბჰი პოეტ მუსლიმის როლზე.
ილმი "შვიდი ინდოელი" ეკრანებზე გამოვიდა 1969 წელს. მართალია დიდი წარმატება არ მოჰყვა, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობი შეამჩნიეს.
გაცილებით წარმატებული გამოდგა რეჟისორ ჰრიშიკეშ მუქერჯის ფილმი "ანანდი", რომელშიც მთავარ როლს მაშინდელი კერპი რაჯეშ ქჰანა თამაშობდა.
გთავაზობთ ჰრიშიკეშ მუქერჯის ნაამბობს. ამონარიდი წიგნიდან:
-ერთხელ როცა შინ ვიყავი ხოჯა აბასმა შემომიარა, თან ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, "შვიდი ინდოელთაგან" ერთ-ერთი ახლდა. ცოტათი დაბნეული ჭაბუკი ზღურბლზე შეჩერდა და პირველი რამაც გამაოგნა - მისი ჩაცვენილი თვალები და ლოყები იყო. ისეთი შესახედაობა ჰქონდა თითქოს ორი კვირა არაფერი ეჭამა. უცხო სტუმარი საშინლად მორცხვი და ისეთი მაღალი ჩანდა, მის შესათვალიერებლად კისრის წაგრძელება მომიხდა. და უცებ თავში რაღაცამ დამკრა.
ის არავის ჰგავდა - ძალიან სერიოზული იყო და მასში წარმოუდგენელი შინაგანი დაძაბულობა იგრძნობოდა. იმ ხანებში ჩემი ახალი ფილმის "ანანდის" სტრუქტურაზე ვფიქრობდი და სულ უფრო ვრწმუნდებოდი რომ ერთ-ერთ როლზე ჩვეულებრივი შოკოლადისფერი მზეჭაბუკი არ გამომადგებოდა. ის მთავარ გმირზე ბევრად ახალგაზრდა და გარეგნულად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ როცა აბასმა მითხრა რომ ჭაბუკი ყველა სიკეთესტან ერთად ნიჭიერიც იყო მის შესათვალიერებლად დრო აღარ დამიკარგავს. ჩემთვის უკვე ისედაც ყველაფერი ცხადი იყო.
მისთვის პირველი ნამდვილი წარმატება მოჰყვა ფილმს "დაგვიანებული შურისძიება". ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მან უამრავი შემოთავაზება და წინადადება მიიღო, თითქოსდა ამის შემდეგ სხვა მსახიობები აღარ არსებობდნენ.
აღსანიშნავია რომ ამ ფილმში ქალის მთავარ
როლს ჯაია ბჰადური, მომავალში ჯაია ბაჩანი ასრულებს. მათ ერთმანეთი 1971 წელს გაიცნეს ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს.
წიგნში მოთხრობილია რომ:
-ჯაიას თავიდან ეშინოდა ახალგაზრდა მსახიობის, რომელიც მომეტებულ ყურადღებას იჩენდა მისდამი.
"როგორ შეუძლია ასე უსირცხვილოდ მიყუროს?" - გამუდმებით ეკითხებოდა ქალიშვილი რეჟისორს და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხვდა რომ ასეთი დაჟინებული მზერა ამიტაბჰისათვის, როგორც მსახიობისა და პიროვნებისათვის, ჩვეულებრივ იყო დამახასიათებელი. გარკვეულწილად სწორედ ამ გამორჩეული გამოხედვის გამო იქცა "დიდი ბი" ჰინდი კინოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად.
ფილმ "დაგვიანებული შურისძიების" ქასტინგისათვის ისინი უკვე შეყვარებულები იყვნენ.
1973 წლის ივნისში წყვილმა იქორწინა.
1975 წელს ეკრანებზე გამოდის "შურისძიება და კანონი". ფილმს ტრიუმფალური წარმატება და შემოსავალი ჰქონდა. მსახიობის განსახიერებულმა ახალმა გმირმა - მომხიბვლელმა, თავშეკავებულმა და ჭკვიანმა ახალგაზრდა კაცმა დაატყვევა მაყურებელი.
თუმცა ამ ფილმის შემდეგ ჯაია იშვიათად ჩნდება ეჯრანებზე. 1981 წელს კი ფილმ "სასიყვარულო კავშირების" შემდეგ ის ფაქტიურად წავიდა კინოდან. მსახიობის ასე ვთქვათ "ოქროს ხანას მოჰყვა საშინელი შემთხვევა გადასაღებ მოედანზე. ეს იყო 1982 წელს, მანმოჰან დესაის "მებარგულის" გადაღებებისას.
მსახიობმა მძიმე ტრამვა მიიღო, რის შედეგადაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და დიდი ხნის მაძილზე კომაში იმყოფებოდა. თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია მათი კერპის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდა.
წიგნში მოთხრობილია რომ:
-პანიკაში მყოფი ჯაია პალატის წინ იდგა და თვალს ადევნებდა ექიმების ფაციფუცს რომლებიც ჩემს გაცოცხლებას ცდილობდნენ, -იხსენებს ამიტაბჰი.
-უცებ მან დაიძახა: "არ დანებდე! ახლახან დავინახე როგორ შეუთამასდა ფეხის თითი. გემუდარები არ დანებდე!" ექიმებმა ფეხის მასაჟის კეთება დამიწყეს და მეც საიქიოდან ამ ქვეყანას დავბრუნდი".
საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. 2 აგვისტოს მსახიობის მდგომარეობა ნორმებს დაუბრუნდა. ამ დღეს მან პირველად გაახილა თვალი. სწორედ ამიტომაც მსახიობი მეორედ დაბადებას 2 აგვისტოს აღნიშნავს.
კინოს სამყაროში გაკეთებული პაუზის განმავლობაში მსახიობის ცხოვრებაში იყო წარუმატებელი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდი. გარდა ამისა ის დაკავებული იყო კომერციული ბიზნესით. მოსინჯა ასევე თავისი ძალები როგორც მომღერალმა და გამოუშვა პოპ-ალბომი, სახელწოდებით " Aby Baby". მსახიობის აზრით 90-ანი წლების ინდური კინო ღრმა კრიზისს განიცდიდა და მას ვერ წარმოედგინა თავისი თავი კინოში მანამ სანამ ფილმები სტილს არ შეიცვლიდა.
თუმცა 1997 წელს მსახიობი ისევ დაუბრუნდა ეკრანს.
ამონარიდი წიგნიდან, "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი":
-დანამდვილებით ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მინდა თამაში, ვიდრე მეთამაშება. სახასიათო როლებს მაშინ დავთანხმდები, როცა მთვარზე აღარ მიმიწვევენ. თუ აღარც ასეთი როლები იქნება, მასიურ სცენებში მივიღებ მონაწილეობას" - ასე გამოუტყდა ერთხელ კინემატოგრაფს სიყვარულში ამიტრაბჰ ბაჩანი.
დარწმუნებული ვარ თანამედროვე ინდური კინოს უმსხვილეს ფიგურას და ბოლივუდის ცოცხალ ლეგენდად ქცეულ მსახიობს მასიურ სცენებში თამაში არასოდეს მოუწევს
. ოჯახთან ერთად

3 комментария:

  1. saintereso iyo chemtvis amis wakitxva, imitom rom am msaxiobis shesaxeb am saitidan vigeb xolme siaxleebs misi biografia ki zereled vicodi . nini

    ОтветитьУдалить
  2. dzalian kargi statiaa... madlobaaaaaaaaaaa

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან კარგი საიტია და არაჩვეულებრივი სტატიაა,მადლობა ნინო.ბაჩანი მართლაც უნიკალური მსახიობია,საპატიო ადგილი ეკუთვნის მსოფლიო ვარსკვლავებს შორის.პატ.ელენე

    ОтветитьУдалить