ანსამბლს იუბილე მიულოცა რამდენიმე საპატიო სტუმარმა. საზოგადოება ინდური სახლის ხელმძღვანელმა ქ-მა რუსუდან თოდაძემ, ინდური კულტურის მოყვარულთათვის ცნობადმა სახემ, პროდიუსერმა დათო ბეჟიტაშვილმა, კომპანია ჰერბლანდის დირექტორმა ქ-მა სოფო ვერულაშვილმა, მამუკა ბარატიონ-დავითიშვილმა და სხვ.
შესვენების დროს საზეიმოდ გაიჭრა საიუბილეო ტორტი.
მათთვის, ვინც თვალს ადევნებს ინდოეთთან დაკავშირებულ თბილისში მიმდინარე მოვლენებს უკვე ცნობილია, რომ ანსამბლი ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და ერთი წლის განმავლობაში ოთხ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. აქედან პირველი კონცერტი იყო ასოციცია ბჰარატის მიერ ინდოეთის ელჩის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული საღამო, ხოლო დანარჩენი სამი ანსამბლის დამოუკიდებელი სოლო კონცერტი იყო.
13 ივლისს კი ანსამბლი მიწვეული იყო თბილისში სომხეთის დღეებთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე, სადაც ანსამბლმა კონკურსის ლაურეატის წოდება მიიღო და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდა.
ოქტომბრის თვეში ანსამბლი მიწვეულია ფესტივალზე, რომელიც ერევანში გაიმართება.
გთავაზობთ საიუბილეო კონცერტისა და ფესტივალის ფოტო და ვიდეომასალას.
საიუბილეო კონცერტი
ვიდეომასალა
ფესტივალი არტ-ჰოლში
ფესტივალის ვიდეომასალა
Комментариев нет:
Отправить комментарий